ყველა სპორტული სიახლე

"შაპეკოენსეს" გარდაცვლილი მეკარე ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ბრაზილიური "შაპეკოენსეს" მეკარემ, დანილომ გულშემატკივართა გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა. 

დანილო ავიაკატასტროფაში მოყოლილი "შაპეკოენსეს" ერთ-ერთი ლიდერი იყო და სწორედ მისი სეივების დამსახურებაა, რომ მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე ბრაზილიური კლუბი კოპა სუდამერიკანას ფინალში გავიდა. 

"შაპეკოენსეს" მეკარე კოლუმბიურ მედელინთან მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა, თუმცა სამწუხაროდ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

დანილომ ბრაზილიელი გულშემატკივრების ხმათა 48 % მიიღო და წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მფლობელი გახდა. ჯილდო ფეხბურთელის დედამ, ილაიდა პადილიამ მიიღო.

ბრაზილიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჟურნალისტებმაც გამოვლინეს. მედიის წარმომადგენელთა ვერსიით საუკეთესო "პალმეირასის" შემტევი, გაბრიელ ჟეზუსი გახდა, რომელიც ზამთარში "მანჩესტერ სიტიში" გადავა.

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ