ყველა სპორტული სიახლე

სოჭს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს

ბობსლეისა და სკელეტონში 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში აღარ ჩატარდება.

გადაწყვეტილება ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო. მათი თქმით, დოპინგსკანდალის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში ჩატარება არაგონივრული იქნება.

9 დეკემბრის ანგარიშმა აჩვენა, რომ 2011-2015 წლებში დოპინგსკანდალში 1000-ზე მეტი რუსი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

2017 წლის თებერვალში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. რუსეთის ქალაქს, სავარაუდოდ რომელიმე შვეიცარიული კურორტი ჩაანაცვლებს.

რუსეთისთვის ბოიკოტის გამოცხადება, პირველად ლატვიამ მოითხოვა. ლატვიელთა განცხადებით, ქვეყანა, რომელმაც 2014 წელს დაწყებული სკანდალით ოლიმპიურ თამაშებს შეურაცხყოფა მიაყენა, ჩემპიონატის ჩატარების უფლება არ უნდა მიეცეს.

ცნობისთვის, დოპინგსკანდალის გამო ბრიტანელი ოფიციალური პირები ფიფას რუსეთისთვის 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობის ჩამორთმევას სთხოვენ.

სხვადასხვა, ზამთრის სახეობები

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ