ყველა სპორტული სიახლე

ლევან თედიაშვილი ჭიდაობის ფედერაციის არჩევნებში მანუჩარ კვირკველიას მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი მოჭიდავე ორგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ლევან თედიაშვილი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს, ოლიმპიურ ჩემპიონს მანუჩარ კვირკველიას ორწლიან მოღვაწეობას უწონებს და ფიქრობს, რომ მისი მმართველობის დროს ჭიდაობამ ბოლო დროს საუკეთესო შედეგები აჩვენა.

ლევან თედიაშვილი: "მანუჩარი კარგი ბიჭია, ოლიმპიური ჩემპიონია, კარგი პრეზიდენტი გამოდგა, კონფლიქტები დაალაგა, შედეგები დაიდო, ბიჭები იმარჯვებენ და ჭიდაობა ისევ პოპულარული გახდა. რამდენი ხანია მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი არ გვყოლია, ევროპის თასი მოვიგეთ და ევროპის ერთა თასი, ახალგაზრდა ბერძენ-რომაელები ევროპას და მსოფლიოს ზედიზედ იგებენ. მსოფლიო პირველობა ჩავატარეთ საუკეთესოდ. ეს ყველაფერი 2 წლის განმავლობაში მოხერხდა მანუჩარის პრეზიდენტობის პერიოდში და აუცილებელია, რომ სრული ოლიმპიური ციკლის შედეგებიც ვნახოთ. მე მანუჩარ კვირკველიას ვირჩევ და ყველა ჭიდაობის გულშემატკივარს ამისკენ მოვუწოდებ".

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2094 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31