ყველა სპორტული სიახლე

"ბარსას" კანსელო და მუსტაფი სურს

როგორც AS იუწყება კატალონიის „ბარსელონას“ ინტერესთა არეალში ჟოაო კანსელო და შკოდრან მუსტაფი მოექცნენ. „ბარსას“ კანსელოს შეძენა წარსულშიც სურდა, როცა პორტუგალიელი „ბენფიკასთვის“ თამაშობდა.

ამპლუით მცველები „ვალენსიას“ გასულ სეზონში შეუერთდნენ და სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრებად იქცნენ. მიმდინარე სეზონში მუსტაფიმ ლა ლიგის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და "გრანადასთან" გამარჯვების გოლი გაიტანა. კანსელომ პრიმერას სტარტზე 4 მატჩი ჩაატარა.

„სამპდორიას“ ყოფილი ფეხბურთელი შკოდრან მუსტაფი 2014 წლის მუნდიალის გამარჯვებულია, კანსელო კი მიმდინარე  წელს პორტუგალიის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის  ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ფეხბურთი, ინტერვიუ,

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ