ყველა სპორტული სიახლე

ვინ გახდა BBC-ის წლის რჩეული

BBC-ის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე ბრიტანელი და ბრიტანული წარმოშობის სპორტსმენებში საუკეთესოები გამოავლინეს.

გამოკითხვას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცემა ყოველწლიურად ატარებს. 2016 წლის გამოკითხვის შედეგები კი ასე გადანაწილდა:

ბრიტანელი ხალხის არჩევანით, 2016 წლის საუკეთესო გუნდი პრემიერ ლიგის გასული სეზონის ჩემპიონი, "ლესტერ სითი" გახდა, წლის საუკეთესო მწვრთნელი კი "ლესტერის" თავკაცი კლაუდიო რანიერი. "ლესტერმა" წლის საუკეთესო გუნდის ნომინაციაში, დიდი ბრიტანეთის ოლიმპიურ გუნდს, დიდი ბრიტანეთის ქალთა ჰოკეის ნაკრებს, უელსის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და ინგლისის რაგბის ეროვნულ ნაკრებს აჯობა.

წლის მთავარი პრიზი, სპორტში მოღვაწე წლის პერსონა კი მესამედ ენდი მარი გახდა. მარიმ 2-ჯერ მეტი ხმა დააგროვა, ვიდრე ტრიათლონში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალისტერ ბრაუნლიმ.

BBC-მ სპეციალური ჯილდო მიანიჭა ამერიკელ მოცურავეს, მაიკლ ფელფს, რომლისთვისაც რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადა მის კარიერაში ბოლო ოლიმპიური თამაშები იყო.





ფეხბურთი, ევროპა, ჩოგბურთი, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2019 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ