ყველა სპორტული სიახლე

სამი ევროპული ქვეყანა რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ

ბრიტანელი, ჩეხი და ნორვეგიელი ბიატლონისტები რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაციას ითხოვენ.

ბიატლონისტების პროსტეტი მასობრივმა დოპინგსკანდალმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც პროფესორი რიჩარდ მაკლარენი 1000-ზე მეტ რუს სპორტსმენს ადანაშაულებდა.

"გვსურს, რომ ბიატლონის საერთასორისო ფედერაციამ ყველა ღონისძიება ჩაშალოს, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა. ამავდროულად, მოვითხოვთ, დაისაჯონ ის ბიატლონისტები, რომლებიც რიჩარდ მაკლარენის კონფედენციალურ სიაში არიან მოხვედრილები", - აცხადებს ნორვეგიული მხარე.

ჩეხეთის ბიატლონის ფედერაციის პრეზიდენტის, ირჟი ჰამზას თქმით, კი ჩეხი ბიატლონისტები ტიუმენში არ გაემგზავრებიან.

შეგახსენებთ, რომ კანადელი პროფესორის, რიჩარდ მაკლარენის მეორე გამოძიების თანახმად დოპინგის სკანდალში 1000-ზე მეტი რუსი სპორტსმენი მონაწილეობდა. რის გამოც, ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაციამ 2 თვით ადრე რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა.

ზამთრის სახეობები

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ