
ლერი ხაბელოვი: ''განწყობა ოლიმპიურია''
სასტუმრო "რადისონში" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო-საანგარიში ყრილობა მიმდინარეობს.
ყრილობაზე 136 დელეგატი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს აირჩევს. პრეზიდენტობისთვის 2 კანდიდატი, ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი იბრძოლებენ.
არჩევნებში ორივე კანდიდატი გამარჯვებას ელის. როგორც ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, მიმდინარე ყრილობა იქნება 4წლიანი მუშაობის შეფასება.
ლერი ხაბელოვი: "განწყობა არის ოლიმპიური. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და რაზეც ვსაუბრობდით წინა წლებში წარმატებებზე, იმ წარმატებების შეფასება იქნება დღეს. გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ".