ყველა სპორტული სიახლე

ირაკლი მეძმარიაშვილი: მოვედი გამარჯვებისთვის

სასტუმრო "რადისონში" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო-საანგარიში ყრილობა მიმდინარეობს.

ყრილობაზე 136 დელეგატი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს აირჩევს. პრეზიდენტობისთვის 2 კანდიდატი, ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი იბრძოლებენ.

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის თქმით, ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში ეს არის პირველი არჩევნები, სადაც არ არსებობს სამთავრობო კანდიდატი.

ირაკლი მეძმარიაშვილი: "მე გამარჯვებისთვის მოვედი და განწყობაც ასეთია, გამარჯვების. ეს არის პირველად, ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში, სადაც არ არსებობს სამთავრობო კანდიდატი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დელეგატებისთვისაც".

ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ