ყველა სპორტული სიახლე

არჩევნები ოლიმპიურ კომიტეტში

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი პრეზიდენტს ირჩევს.

136 დელეგატიდან რეგისტრაცია 134-მა გაიარა. დელეგატები არჩევანს 2 კანდიდატს, ლერი ხაბელოვსა და ირაკლი მეძმარიაშვილს შორის აარჩევენ.

ნინო სალუქვაძე: "ამ 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მთავარი მაინც ის ინფრასტრუქტურაა, რაც ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა დაგვიტოვა. რომელიც საქართველოს აქამდე არ ჰქონია.

სპორტის პროპაგანდას ეწეოდა ოლიმპიური კომიტეტი ამ პერიოდში. რეგიონებში დავდიოდით, სკოლებში პოპულარიზაციას ვეწეოდით ოლიმპიზმის და მიგვქონდა წიგნი „მოგზაურობა ოლიმპეთში“. ვფიქრობ, რომ ლერი ხაბელოვს უკეთ შეუძლია პროპაგანდა გაუწიოს ოლიმპიზმს ჩვენს ქვეყანაში.

ზურაბ ზვიადაური: „მიმაჩნია, რომ პირველი ოთხი წელი იყო წარმატებული, დადებითი და დარწმუნებული ვარ მომდევნო 4 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. სწორედ ამიტომ, ლერი ხაბელოვს ვუჭერ მხარს“.

ვარლამ ლიპარტელიანი: „ჩვენ უნდა ავირჩიოთ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი იმიტომ, რომ სამომავლოდ უკეთესი იყოს ჩვენი სპორტული მიღწევები. მე, როგორც მოქმედი სპორტსმენი ვისურვებდი, რომ ოლიმპიური კომიტეტის მომავალმა პრეზიდენტმა გააკეთოს მაქსიმუმი სპორტსმენებისთვის და სპორტისთვის, სამომავლოდ სპორტის განვითარებისთვის. იმედი მაქვს, ვისაც მივცემ ხმას, აუცილებლად გააკეთებს ამ ყველაფერს და მაქსიმალურად დაუდგება სპორტსმენებს გვერდში იმიტომ, რომ სპორტსმენისთვის მთავარია გვერდში დგომა, ყურადღება და შრომისა და ღვაწლის დაფასება, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებს“.

გიორგი ასანიძე: „ორივე კანდიდატს წარმატებას ვუსურვებ. დღევანდელი არჩევანი არ არის მარტო იმისთვის, რომ პირადი ამბიციები დავაკმაყოფილოთ. ხმა უნდა მივცეთ უკეთეს ოლიმპიურ კომიტეტს, იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც არსებობს. რა თქმა უნდა, წარმატებული იყო ოლიმპიური კომიტეტის მუშაობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შედეგები არ გვქონდა, მაგრამ შედეგების იქით არის უამრავი პრობლემა მოსაგვარებელი, წესდების დალაგება სამომავლოდ, დელეგატების განსაზღვრა. თუმცა მთავარია ფედერაციებთან ურთიერთობა, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი, ლაღი, მხარდაჭერილი, ვინაიდან საბოლოო ჯამში შედეგებს ქმნიან ფედერაცია და სპორტსმენები.

ვფიქრობ, რომ ოლიმპიური კომიტეტი არის სახელმძღვანელო რგოლი, იმისათვის რომ მეტად წარმოჩინდეს, ვინაიდან მხოლოდ სახელმწიფოზე არ შეიძლება, რომ დამოკიდებული იყოს, ვინაიდან ოლიმპიური კომიტეტი თავისი მნიშვნელობით ძალიან მაღლა დგას და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გულშემატკივრის მოლოდინი ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებაა. ვფიქრობ, რომ პირადი ამბიციები გვერდზე უნდა იყოს გადადებული და ხმა უნდა მივცეთ უკეთეს ოლიმპიურ კომიტეტს, იმ საქმის კეთებას, რომლის კეთებასაც ესა თუ ის კანდიდატი უკეთ შეძლებს. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ სპორტი არ უნდა გაყოს".

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: "როცა არჩევნებში მონაწილეობას არ იღებ, არც ფიქრობ თუ ვინ არის ფავორიტი და ვინ არა იმიტომ, რომ შენზე არ არის ეს დამოკიდებული. არც არის სასურველი, მოქმედმა სპორტსმენმა საკუთარი აზრი დააფიქსიროს იმიტომ, რომ პრეზიდენტები მიდიან-მოდიან, სპორტსმენები კი რჩებიან. ოპტიმისტურად ვარ ყველაფრის მიმართ განწყობილი და იმედი მაქვს, ყოველწლიურად უფროდაუფრო კარგი სიტუაცია იქნება, განვითარდება და პროგრესს განიცდის ოლიმპიური მოძრაობა".

ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2019 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ