
ოლიმპიურ კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი აირჩიეს
135-მა დელეგატმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი აირჩია.
არჩევნებში მონაწილეობას 2 კანდიდატი, ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი იღებდნენ.
მომდევნო 4 წლის განმავლობაში ოლიმპიურ კომიტეტს ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს.
ხაბელოვმა ხმა 78 დელეგატისგან მიიღო, მეძმარიაშვილმა კი - 57.