ყველა სპორტული სიახლე

ტალახაძე წლის საუკეთესო სპორტსმენია

სასტუმრო ჰუალინგში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2016 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინეს.

ღონისძიების კულმინაციურ ნაწილში წლის საუკეთესო სპორტსმენი დააჯილდოვეს. ნომინაციაში წარდგენილები ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ტალახაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი იყვნენ.

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე გახდა.

გამარჯვებულები 9 ძირითად ნომინაციაში

1) საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი  - ზვიად პატარიძე
2) საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი და კაცი - ზვიად გოგოჭური, ირმა ხეცურიანი
3) საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - ანდრეი ზინჩენკო
4) საუკეთესო მსაჯი - ედიშერ მაჩაიძე
5) საუკეთესო სპორტული ფედერაცია - ძიუდოს ფედერაცია
6) საუკეთესო გუნდი - კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები
7) საუკეთესო ქალი სპორტსმენი - ანასტასია გოტფრიდი
8) საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ასანიძე
9)საუკეთესო სპორტსმენი - ლაშა ტალახაძე
7 ნომინანტს ასევე სპეციალური პრიზი გადაეცა

1. საუკეთესო სპორტული მენეჯერი - ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა
2. წლის აღმოჩენა - ნიჩბოსანი, ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი ზაზა ნადირაძე
3. საუკეთესო ლეგიონერი - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია
4. სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი გიორგი ჭუმბურიძე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო ჯგუფი
5. საუკეთესო ბიზნეს-კომპანია - სოკარი
6. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სპორტის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის - ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და ელჩი ოთარ ბერძენიშვილი.
7. საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრები - რაგბის ახალგაზრდული ნაკრები

ძალოსნობა, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2019 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ