ყველა სპორტული სიახლე

რუსეთში დოპინგ სისტემის არსებობა აღიარეს

რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარემ, ანა ანცელიობიჩმა აღიარა, რომ ქვეყანაში დოპინგ სისტემა არსებობდა.

ანცელიოვიჩის თქმით, ეს იყო ინსტიტუციური შეთანხმება და ამ შეთქმულებასთან რუს მაღალჩინოსნებს კავშირი არ აქვთ.

ცნობისთვის, მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ გასულ წელს რუსი სპორტსმენები დოპინგის მოხმარებაში დაადანაშაულა, რის გამოც რუსი ძალოსნები და მძლეოსნები რიოს ოლიმპიურ თამაშებიდან მოხსნეს.

აღსანიშნავია, რომ მეორე ანგარიშის შემდეგ პროფესორმა რიჩარდ მაკლარენმა დოპინგსკანდალში 1000-ზე მეტი რუსი სპორტსმენი დაადანაშაულა. სწორედ ამიტომ, რუსეთს 2 თვით ადრე ბობსლეისა და სკელეტონში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს.

სხვადასხვა, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ