ყველა სპორტული სიახლე

ზაზა ფაჩულია მხარდაჭერას იმსახურებს - ქართველის წარმატებულ მატჩს "გოლდენ სტეიტი" გამოეხმაურა (ვიდეო)

9 იანვარს ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. 

რეგულარული ჩემპიონატის მორიგმა შეხვედრამ პრინციპული ხასიათი ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვის შუალედური შედეგების გამოცხადების შემდეგ მიიღო, როდესაც ფაჩულიას მეორე ადგილზე ყოფნით და ქაზინსის მე-6 პოზიციით გაკვირვევბულმა საკრამენტოელებმა კლუბის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნეს.



"საკრამენტოსთან" მატჩში "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი მეურვეობას დემარკუს ქაზინსს უწევდა, რომელსაც ჩვეული თამაშის ჩვენება გაუჭირდა და წყობილებიდანაც კი გამოვიდა.



ქართველი კალათბურთელი კი, რომელიც შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდის მონაწილე გახდა და კარის ეფექტური პასით ჩააგდებინა 2 ქულა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.



მატჩის შემდეგ "გოლდენ სტეიტის" წარმომადგენლებმა შეხვედრის შეფასებისას ზაზა ფაჩულიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. 

"ზაზა შესანიშნავი იყო, ძალიან დაეხმარა გუნდს. რაც უფრო მეტს ვთამაშობთ ერთად, მოედანზე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობთ", - განაცხადა დრეიმონდ გრინმა. 

ფაჩულიას თამაში "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კერმაც შეაფასა. 

"ფაჩულიამ კარის მშვენიერი გადაცემა გაუკეთა. გარდა ამისა, მან ძალიან კარგად ითამაშა დაცვაში. ზაზა ბევრს იბრძვის მოხსნებისთვის და ქულებსაც აგროვებს. ფაჩულია ჭკვიანი მოთამაშეა, რომელიც ყოველთვის საჭირო ადგილზეა და ოლსტარის გამოკითხვასაც ლიდერობს", - განაცხადა დამრიგებელმა. 



ოკლენდელთა ლიდერმა, სტეფ კარიმ კი აღნიშნა, რომ ზაზას გაცილებით ეფექტური პასების გაკეთებაც შეუძლია, თუმცა მწვრთნელის დავალებით მოედნაზე ექსპერიმენტებისგან თავს იკავებს.

"გოლდენ სტეიტის" ოფიციალურმა ტვიტერმა თამაშის მიმდიანრეობისას დაწერა, რომ ზაზა ფაჩულია ოლსტარის გამოკითხვაში მხარდაჭერას იმსახურებს. 



"საკრამენტოსთან" მოედანზე გატარებულ 22 წუთში ფაჩულიამ საკუთარ გუნდს 10 ქულა, 7 მოხსნა (5 შეტევაში), 3 ჩაჭრა, 2 პასი. ზაზამ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2017 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ