ყველა სპორტული სიახლე

დაჩი ცნობილაძე "საბურთალოში" ჩაირიცხა

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ღირსებას ამპლუით ნახევარმცველი დაჩი ცნობილაძე დაიცავს, რომელმაც დედაქალაქურ კლუბთან ერთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

22 წლის ფეხბურთელმა ბოლო ორი სეზონი "სამტრედიაში" გაატარა, 2016 წლის მიწურულს კი იმერულ კლუბთან ერთად ჩემპიონობა იზეიმა.
 
ცნობილაძეს კარიერის განმავლობაში რუსთავის "მეტალურგში", ბოლნისის "სიონსა" და დედაქალაქურ "ლოკომოტივში" უთამაშია. ასევე იყო, 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი.

fcsaburatlo.ge

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ