ყველა სპორტული სიახლე

ოსკარმა ჩინეთში დებიუტი გოლით აღნიშნა

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ოსკარმა ჩინეთში დებიუტი გოლით აღნიშნა.

ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც "შანხაი სიპგ" საუდის არაბეთის გუნდ "ალ-ბატინს" დაუპირისპირდა, ოსკარმა სადებიუტო გოლი გაიტანა. შეხვედრა 2:1 ბრაზილიელის ახალი კლუბის გამარჯვებით დასრულდა. 

ოსკარი: "ჯერ მხოლოდ 2 დღე ვივარჯიშე კლუბთან ერთად. ეს ახალი სეზონის დასაწყისია. ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს - გამარჯვება. ჩემი თანაგუნდელები ძალიან მეხმარებიან თავის დამკვიდრებაში. რთულია ასე მოკლე დროში, ასეთი კარგი თამაში აჩვენო, ჩემმა თანაგუნდელებმა კი ეს შეძლეს".

ცნობისთვის, ოსკარი "ჩელსიდან" ჩინურ "შანხაი სიპგ-ში" 60 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა.

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2017 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ