ყველა სპორტული სიახლე

ახდენილი ოცნება - მექანიკოსობიდან ''არსენალის'' ფეხბურთელობამდე

ლონდონის "არსენალმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პირველი შენაძენი განახორციელა.

მეთოფეებმა ინგლისის მეშვიდე დივიზიონში მოასპარეზე მცველი 20 წლის კოენ ბრამალი შეიძინეს. როგორც თავად ბრამალმა აღნიშნა, მისთვის "არსენალში" თამაში ოცნება იყო.

კოენ ბრამალი: "ეს დაუჯერებელია, უბრალოდ დაუჯერებელი. ოცნება რეალობად იქცა. არ მჯერა, რომ უკვე აქ ვარ. მე ყოველდღე 6:30-დან 17:15 საათამდე ავტომექანიკოსად ვმუშაობდი".

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებას ფეხბურთელთან ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი თავად აწარმოებდა.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ