ყველა სპორტული სიახლე

კაკაბაძე "ესბიერგში" წარადგინეს (ვიდეო)

ესპანური "ტარაგონას" ქართვლეი მცველის, ოთარ კაკაბაძის დანიურ "ესბიერგში" გადაბარგება ოფიციალურად დადასტურდა.

MySports.Ge-ს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული იფნორმაცია დანიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. 

21 წლის ქართველი მცველი "ესბიერგში"  6 თვით, იჯარის წესით ითამაშებს. 

"ესბიერგის შესახებ ბევრი რამ ვიცი, რადგან დანიაში ბევრი მეგობარი მყავს. გუნდს დახმარება სჭირდება და ვფიქრობ, რომ აქ გადმოსვლა ჩემთვისაც ძალიან საჭირო იყო. კარიერა "დინამო თბილისში" დავიწყე, შემდეგ კი "ხიმნასტიკში" გადავედი, თუმცა მიმდინარე სეზონში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა მაქვს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "ესბიერგის" წინადადებაზე ბევრი არ მიფიქრია. ეს ჩემი შანსია, რათა დავამტკიცო, რომ თამაშს ვიმსახურებ. მოუთმენლად ველი ჩემს ახალ თანაგუნდელებთან და მწვრთნელთან შეხვედრას", - განაცხადა კაკაბაძემ. 

ფეხბურთი, საქართველო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2017 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ