ყველა სპორტული სიახლე

მაიამისთან გამარჯვების შემდეგ ზაზა ფაჩულიამ კომენტარი გააკეთა

"მაიამი ჰიტთან" გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტ უორიორსის" ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა აღნიშნა, რომ სეზონის დასაწყისში შეცდომებს უშვებდა, ამის მიზეზი კი გუნდში ადაპტირება იყო.

"თავდაპირველად ვაკვირდებოდით, თუ რა უნდა გამეკეთებინა, რომ დავხმარებოდი ჩემს თანაგუნდელებს, გუნდს. ახლა უკვე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ და უფრო მხნედ ვთამაშობთ. წლის დასაწყისში ძალიან ბევრი მარტივი სროლა ვერ გამოვიყენე, ალბათ ეს იმის ბრალი იყო, რომ ბევრს ვფიქრობდი, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი".

ცნობისთვის, ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "მაიამის" 107:95 სძლია. ფაჩულიამ მთლიანობაში 24 წუთი ითამაშა და ისევ შედეგიანად ესროდა: 5-დან 3 ორქულინი და 2-დან 2 საჯარიმო. რაც შეეხებათ ოკლენდელ ბომბარდირებს - კევინ დიურანტმა 28 ქულა მოაგროვა, ხოლო სტეფ კარიმ - 24. 33 მოგებითა და 6 მარცხით „გოლდენ სტეიტმა“ ლიგის ლიდერობა განიმტკიცა, რადგან მდევარმა „სან ანტონიომ“ დღეს სეზონის მე-8 მატჩი წააგო. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 13 იანვარს, ისევ ოკლენდში, „დეტროიტ პისტონსთან“ ელის.

კალათბურთი, საქართველო, მსოფლიო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ