ყველა სპორტული სიახლე

ნიგერიელი ფეხბურთელის სასწრაფო ოპერაციის საკითხს ჯანდაცვის სამინისიტრო განიხილავს

ნიგერიელი ფეხბურთელი, იფანი ემანუელ ენიგბო, რომელიც საქართველოში ცხოვრების უფლებით სარგებლობს, ექიმებმა ქვედა ყბის სიმსივნე დაუდგინეს.

მარნეულის "ალგეთის" ყოფილ ფეხბურთელს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. ოპერაციისთვის კი საჭირო 10 ათას ლარამდეა, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. სწორედ ამიტომ, მათ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში MySports.Ge-სთან განმარტეს, ფეხბურთელის თაობაზე კობისიის სხდომა ამ კვირაში შედგება და ოჯახს პასუხი კვირის ბოლომდე ეცნობება.

თეა ჩუბინიძე: "რეფერალური დახმარების კომისია შედგება ამ კვირაში და მიიღებენ გადაწყვეტილებას, ამ კვირაში პასუხი აუცილებლად იქნება. კვირის ბოლომდე ოჯახს პასუხი აუცილებალდ ეცნობება".

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ