ყველა სპორტული სიახლე

ზამთრის თასზე საქართველოს ნაკრები ვარსკვლავური შემადგენლობით ითამაშებს

2017 წლის 13, 14 და 15 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე სფფ-ის ზამთრის თასს უმასპინძლებს.

15 იანვარს გულშემატკივარს ოლიმპიურ სასახლეში ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საფეხბურთო ვარსკვლავების თამაშის ხილვა შეეძლებათ. ზამთრის თასზე თბილისს მსოფლიო დონის გამორჩეული ფეხბურთელები ესტუმრებიან. გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს უეფას გუნდიც.

გათამაშების ბილეთების გაყიდვა 15 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება და მისი ფასი 2 ლარი იქნება. ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაარსდა.

გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ: კახა კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე და ლევან კობიაშვილი. სრული შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Image may contain: 4 people, people smiling, text

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ