ყველა სპორტული სიახლე

სამხრეთ კორეაში გადასული ქართველი ფეხბურთელის პირველი კომენტარი

ქართველი ფეხბურთელი, ლევან შენგელია კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის გუნდ "დეჟონ სითიზენში" გააგრძელებს. 

21 წლის ფეხბურთელი ბელგიური "ტუბიცედან" კორეაში იჯარის წესით გაუშვეს. ბელგიურ კლუბში ჩატარებული 40 შეხვედრაში საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილების მქონე შენგგელიამ 3 გოლი გაიტანა და პირველი ქართველი გახდა, რომელიც კორეაში მოსინჯავს საკუთარ შესაძლებლობებს. 

MySports.Ge შენგელიას დაუკავშირდა და ახალი კლუბის შესახებ გაესაუბრა. 

"ტრანსფერი ჩემი ყოფილი გუნდის, "ტუბიცეს" კორეელი პრეზიდენტის დახმარებით განხორციელდა. ბელგიურ კლუბში იმედოვნებენ, რომ ახალ კლუბში თავს გამოვიჩენ, რაც კარიერის აწყობაში დამეხმარება. "ტუბიცესთან" 1,5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და იმ შემთხვევაში, თუ კორეელებს ჩემი დატოვება მოუნდებათ, "ტუბიცესთვის" თანხის გადახდა მოუწევთ. 

კორეაში პირველი შთაბეჭდილება დადებითია. გუნდში საქმისადმი პროფესიონალური მიდგომაა, ინფრასტრუქტურა კი მაღალ დონეზეა განვითარებულია. იგრძნობა, რომ ფეხბურთი აქ ძალიან უყვართ. ჩამოსვლის შემდეგ ამხანაგური მატჩში მივიღე მონაწილეობა და გოლიც გავიტანე, 2:1 მოვიგეთ. ამჟამად გუნდი შეკრებაზეა, ხოლო 23 იანვარს ესპანეთში გავემგზავრებით, რის შემდეგაც კვლავ კორეაში გავაგრძელებთ მომზადებას ჩემპიონატისთვის, რომელიც მარტში დაიწყება", - გვითხრა შენგელიამ. 

daejeon korea stadium-ის სურათის შედეგი

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ