ყველა სპორტული სიახლე

ოდიკაძე და ხინჩეგაშვილი ინდოეთის საკლუბო ლიგაში დაუმარცხებლები არიან

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის "პანჯაპი" და ოდიკაძე-მაქარაშვილის "ჯაიპური" ინდოეთის პრო-ლიგაში 1-2 ადგილებს იყოფენ.

ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ინდოეთის საკლუბო ლიგაში წაუგებელ სერიას აგრძელებს, მორიგი გამარჯვება "პენჯაპის" შემადგენლობაში ხინჩეგაშვილმა 10 იანვარს მოიპოვა სადაც ტარიელ გაფრინდაშვილის "დანგალს" 5-2 მოუგო, პირად შეხვედრაში კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ინდოელი ამიტ კურამი 6-2 დაამარცხა. ჩვენებურმა პირველ პერიოდში 4 ქულიანი ეფექტური კისრული შეასრულა. "პანჯაპმა" ამ გამარჯვებით ლიგაში ლიდერობა მოიპოვა და პირველ ადგილზე გადავიდა. ხინჩეგაშვილისთვის კი ეს ზედიზედ მემსამე გამარჯვება გამოდგა.

"დანგალის" შემადგენლობაში მეორე ქართველი ახალგაზრდა ტარიელ გაფრინდაშვილმა იასპარეზა და ინდოელ ჯიტენდრასთან 1-6 დათმო შეხვედრა. 

დაუმარცხებლად აგრძელებს ასპრეზობას "ჯაიპურის" კაპიტანი, ევროპული თამაშების ფინალისტი ელიზბარ ოდიკაძეც რომელმაც გამარჯვება სამ შეხვედრაში იზეიმა, 9 იანვარს ოდიკაძემ 3-2 დაამარცხა უკრაინალების ევროპისა ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი პავლო ოლინიკი თუმცა მისი კლუბი საბოლოოდ 3-4 დამარცხდა "მუმბაისთან". ჯაიპურის შემადგენლობაში მეორე ქართველმა იაკობ მაქარაშვილმა (74) 1-3 დათმო შეხვედრა აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვთან, მანამდე კი ქართველმა 2 გამარჯვება მოიპოვა ინდოელები ჯიტენდრა 12-4 და პერვინ რანომა 10-7 დაამარცხა.

დღეს, ევროპის ვიცე-ჩემპიონ დავით ტლაშაძის (70) "დელი" "ჰარიანა ჰამერსს" დაეჭიდება. 

შეგახსენებთ რომ ინდოეთის პრო-ლიგა ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ტურნირია მსოფლიოში რომელმაც სტარტი 2 იანვარს აიღო. ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოჭიდავე კი ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი გახდა ვინც "ჯაიპურმა" აუქციონზე 70 580 $-ად შეიძინა. ლიგაზე ინდოეთის 6 კლუბი იღებსმონაწილეობას, ისინი ჯამში 18 შეხვდრას გამართავენ კედელი-კედელზე ფორმატით, წინასწარ ეტაპზე გუნდები თითოჯერ შეხვდებიან ერთმანეთს შემდეგ კი საუკეთესოები გააგრძელებენ ბრძოლას ნახევარფინალში და ფინალში.

wrestling.ge



ფეხბურთი, ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2017 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ