ყველა სპორტული სიახლე

ვაწაძე დანიურ სუპერლიგაში ითამაშებს (ვიდეო)

მათე ვაწაძე დანიაში დაბრუნდა. თბილისის "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ ქართველმა ფორვარდმა ხელშეკრულება სუპერლიგის ბინადარ "ვიბორგთან" 2018 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. 

28 წლის შემტევი საქართველოში დაბრუნებამდე 4 წლის განმავლობაში თამაშობდა დანიაში და "ორჰუსთან" ერთად სუპერლიგაში ადგილის დაკარგვის შემდეგ უძლიერესთა შორის დაბრუნებაც მოახერხა.

საერთო ჯამში "ორჰუსის" რიგებში ვაწაძემ 81 შეხვედრა გამართა და 32 გოლი გაიტანა. 

უმაღლესი ლიგის გარდამავალ ჩემპიონატში ვაწაძემ 4 მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ