ყველა სპორტული სიახლე

სტივ კერი: ზაზა ფაჩულია გუნდისთვის იდეალური მოთამაშეა

"მაიამი ჰიტის" დამარცხების შემდეგ "გოლდენ სტეიტის მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კერმა კლუბის ქართველ ცენტრზე, ზაზა ფაჩულიაზე კომენტარი გააკეთა.

კერმა აღნიშნა, რომ ფაჩულია გუნდს სიმტკიცებს მატებს.

სტივ კერი: "მიმაჩნია, რომ ზაზა ახლა უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში. მან ძალიან კარგად ითამაშა. ის საიმედო, იდეალური მოთამაშეა გუნდისთვის. თქვენ ამჩნევთ მის ყოფნას პარკეტზე, ის მუდამ ცენტრშია. ზაზა ფაჩულია ჩვენ სიმტკიცეს გვმატებს, რაც ძალიან გვჭირდება. ვფიქრობ, რომ მოთამაშეებს მოსწონთ მის გვერდით თამაში. ის ახლა უფრო კომფორტულად არის თანაგუნდელების გვერდით".

ცნობისთვის, ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "მაიამის" 107:95 სძლია. ფაჩულიამ მთლიანობაში 24 წუთი ითამაშა და ისევ შედეგიანად ესროდა: 5-დან 3 ორქულინი და 2-დან 2 საჯარიმო. რაც შეეხებათ ოკლენდელ ბომბარდირებს - კევინ დიურანტმა 28 ქულა მოაგროვა, ხოლო სტეფ კარიმ - 24. 33 მოგებითა და 6 მარცხით „გოლდენ სტეიტმა“ ლიგის ლიდერობა განიმტკიცა, რადგან მდევარმა „სან ანტონიომ“ დღეს სეზონის მე-8 მატჩი წააგო. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 13 იანვარს, ისევ ოკლენდში, „დეტროიტ პისტონსთან“ ელის.

კალათბურთი, საქართველო, მსოფლიო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ