ყველა სპორტული სიახლე

გეგა გეგეშიძე: ''პირადი ინტერესებისთვის არ მოვსულვარ, ქვეყნისთვის, ფედერაციისთვის მოვედი''

2016 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. 74-მა დელეგატმა 3 კანდიდატს შორის გააკეთა არჩევანი. გეგა გეგეშიძემ დელეგატებისგან 46 ხმა მიიღო, მანუჩარ კვირკველიამ - 24,ესტატე გოგლიჩიძემ კი 3.

MySports.Ge ჭიდაობის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს არსებულ პრობლემებზე, სამომავლო და ჭიდაობის განვითარების გეგმებზე ესაუბრა.

-ბატონო გეგა, რა პრობლემები დაგხვდათ ფედერაციაში?

-გასულ წლებში ყველა მაქსიმალურად შრომობდა, რომ საერთაშორისო სტანდარტებს მივახლოვებოდით, მაგრამ ფედერაციას ძალიან ბევრი აკლია იქამდე, რომ ამ სტანდარტებთან  რელურად ახლოს ვიყოთ.

ადმინისტრაციული თვალსაზრისით გადმოვიბარეთ ისეთი გარემო, რომლის შესწავლა ახლაც გრძელდება. დღეს, რთული იქნება კონკრეტული კომენტარის გაკეთება,რადგან ჩვენ ამჟამად შესწავლისა და ანალიზის პროცესში ვართ.

-ჭიდაობის განვითარების თქვენეული ხედვა...

-ჩემი მთავარი მიზანი რეგიონების განვითარება და მაქსიმაური ჩართვაა, სწორედ ამიტომ ჩემი ხელმძღვანელობის პირველსავე დღეებში ჩავატარეთსაქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის რაჭაში,კერძოდ ამბროლაურში, სადაც აქამდე არასდროს ჩატარებულა საქართველოს პირველობაც კი.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოვწყვიტოთ ქუჩას, ჩავრთოთ სპორტში, კონკრეტულად კი, ჭიდაობაში. ჩვენს სფეროში ძირითადი ბირთვი რეგიონებიდან მოდის, ეს ბიჭები ავსებენ ჩვენს გუნდებს, ასახელებენ ჩვენს ქვეყანას და მათ სათანადო გარემო და მოფრთხილება სჭირდებათ. მინდა, რომ უფრო განვითარდეს რეგიონებში სპორტის ეს სახეობა, მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ამ ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება, კეთილმოწყობილ დარბაზებში ივარჯიშონ და ამავდროულად, არ მოწყდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილს იმის გამო, რომ სავარჯიშო პირობები არ აქვთ.

ჩვენი უმნიშვნელოვანესი საზრუნავი და ერთ-ერთი მთავარი მიზანია, კერძო და სახელმწიფო სექტორის კოლაბორაციისა და აქტიური, ეფექტური მუშაობის შედეგად მოხდეს ის, რომ რაც შეიძლება მეტი საწვრთნელი ბაზა და სავარჯიშო გარემო შეიქმნას რეგიონებში. სწორედ ეს არის ჩვენი 4-წლიანი განვითარების გეგმის უმნიშვნელოვანესი სეგმენტი, რომელსაც ეტაპობრივად მივყვებით.

-როგორი იქნება კერძო სექტორის ჩართულობა, თუ აწარმოებთ მოლაპარაკებებსინვესტორებთან?

-ჩვენ გვაქვს რამდენიმე კერძო კომპანიასთან მოლაპარაკებები, რომლებმაც თავადაც გამოთქვეს სურვილი, რომ სპორტის ამ სახეობას მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდით, განვითარებისა და მეტი წინსვლის მიზნით.რა თქმა უნდა,აქტიურად ვიმუშავებთ და ვითანამშრომლებთ სახელმწიფოსთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარბაზში ჭიდაობის მსურველებს, არავითარი საფასურის გადახდა არ უწევთ და სახელმწიფო,ამ შემთხვევაში ფედერაციის სახით, აბსოლუტურად ყველა ხარჯს უზრუნველყოფს,რომ ახალგაზრდებმა უსასყიდლოდ ივარჯიშონ. ცხადია, არ ვგულისხმობ, კერძო სავარჯიშო დარბაზებს,თუმცა ჩვენ მათთანაც ვაწარმოებთ გარკვეულ მოლაპარაკებას, რომ ჭიდაობა ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს,ვისაც სურვილი აქვსამ დიდი ოჯახის წევრობის.ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ,რომ ამ ბიჭებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ.

-ახალი ოლიმპიური ციკლი იწყება, იწყება საერთაშორისო ასპარეზობები, თუ არის ცნობილი მწვრთნელების ვინაობა და თუ არა რომელ კანდიდატურებს განიხილავთ?

- ახლა,მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, არავინ მიდის. ჩვენ წონითი კატეგორიები დაგვემატა და მოგვიწევს მწვრთნელების დამატებაც. ზოგადად,ერთპიროვნულად მსგავი ტიპის გადაწყვეტილებებს არ ვიღებ. გუნდი სამუშაო გარემოში მოვილაპარაკებთ და გპირდებით,რომ ყველაფერი, სწორად და სამართლიანად გადაწყდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ არ გვყავს ბევრი მწვრთნელი, ასე, მარტივად და ამოსარჩევად არ გვაქვს საქმე. კანდიდატებად ჯერჯერობით არავინ განიხილება. მე, როგორც მოჭიდავემ, ვიცი კარგი მწვრთნელის ფასი და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილით  ვუდგები თითოეულ მათგანს. თავისთავად ცხადია, რომ თითოეულის გუნდში ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

-მწვრთნელების ნაკლებებოის პრობლემა ახსენეთ. თუ აპირებთ ჩაატაროთ მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა, რითაც შესაძლოა, გაიზარდოს პროფესიონალთა რიცხვი?

-რა თქმა უნდა, ვაპირებთ, თუმცა სამწუხაროდ, მწვრთნელობის მსურველიც კი არ არის ბევრი. არსებულ რესურსს ცხადია, ჩავუტარებთ გადამზადების კურსს,კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. სხვათაშორის, უკვე მქონდა შეხვედრა ფიზიკულტურის ინსტიტუტში, ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომლის ვინაობაც წინასწარ არ მინდა დავასახელოდა ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კონსულტაციები უკვე გავიარეთ. მენდეთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბიჭები კარგ ფორმაში იყვნენ და შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი პირობები შეექმნათ.

-რა იქნება თქვენი მთავარი მიღწევა, როგორც პრეზიდენტისთვის?

-ლოგიკურია, რომ მეტი მედალი და მეტჯერ ჩვენი ქვეყნის ჰიმნი საერთაშორისო ასპარეზზე. ჭიდოაბის ფედერაციის ხელმძღვანელობა სწორედ იმიტომ გადავწყვიტე, რომ სპორტის ამ სახეობას კიდევ უფრო დიდი წარმატება ჰქონდეს. პირადი ინტერესებისთვის არ მოვსულვარ, ქვეყნისთვის, ფედერაციისა და იმ ბიჭებისთვის მოვედი,რომლებიც თავს არ ზოგავენ და არც თუ ისე სასურველი პირობების მიუხედავად, ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს მეტი წარმატება მოუტანონ. მე მოჭიდავეთა ოჯახის ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარ და სწორედ ამით ვამაყობ.

-არის თუ არა შესაძლებლობა, რომ საქართველოში შეიქმნას სხვადასხვა კლუბი და ჩატარდეს ჩვენს ქვეყანაშიც საკლუბო ჩემპიონატი?

- რაც თავი მახსოვს, ამ საკითხთან დაკავშირებით მიდის საუბარი. კლუბებს სჭირდება დაფინანსება, ისე კლუბი ვერ იარსებებს. ჩვენი სურვილია, რომ პოტენციურმა ინვესტორებმა დასახელმწიფომ, ერთობლივად შევქმნათ ასეთი კლუბები და ბიჭებს მეტი შესაძლებლობა მივცეთ. ჩემი მიზანია, უფრო მეტი ჩემპიონატი ჩავატაროთ საქართველოში და მეტი გამოცდილებაც დავაგროვოთ ამ მხრივ. შესაძლებელია,ასევე კლუბების საერთასორისო ასპარეზზე გასვლაც. მოგეხსენებათ, რომ კლუბებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატებიც ტარდება, უბრალოდ ჩვენ გუნდები არ გვყავს იმიტომ, რომ დიდ ფინანსებთან არის ეს ყოველივე დაკავშირებული.ცხადია, ვგეგმავთ, რომ კლუბებს შორის ჩემპიონატი ჩამოვაყალიბოთ და როგორც უკვე გითხარით, ეფექტური თანამშრომლობის შედეგად, სასურველ მიზანს მივაღწიოთ.

-როგორ შეაფასებთ ქართველი მოჭიდავეების გამოსვლას ოლიმპიურ თამაშებზე?

- ბიჭებმა მართლაც მაქსიმუმი  გააკეთეს, თუმცა ოლიმპიადაა და ყველაფერი ხდება...შესაძლოა, სპორტსმენი საუკეთესოდ იყოს მომზადებული,მაგრამ უმედლოდ დარჩეს, ან პირიქით, ნაკლებად მომზადებულმა კარგი შედეგი აჩვენოს. პირადად მე უბრალოდ, გული მწყდება, რომ ჩვენი მართლაც საამაყო და წარმატებული სპორტსმენები სამეულის გარეშე დარჩნენ, სამწუხაროანამდვილად, მაგრამ ვეცდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ.

-ხომ არ ფიქრობთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მსაჯები გარკვეულ შეცდომებს უშვენებენ და ამ შეცდომების გამო ქართველი სპორტსმენები იჩაგრებიან?

-მსაჯების მხრიდან არის ხოლმე უხეში შეცდომები, ხშირად ბიჭები უსამართლობის მსხვერპლნიც არიან და ამის ნათელი მაგალითია 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურითამაშები, როდესაც ჩემს ძმას ლადო გეგეშიძეს 2 მედალი „წაართვეს“,ან თუნდაც ფინალში ლადო ხინჩეგაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესები. ამ ყველაფრისგან,ერთადერთი გამოსავალი არსებობს და ეს გამოსავალი მომზადებაა.მოვემზადებით ისე, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები ვეღარ მიიღებენ.

-ეროვნული ნაკრების შემადგენლობას საქართველოს ჩემპიონატი გამაოვლენს. როდის იგეგმება ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება?

-ჭიდაობის წესები იცვლება, 2 წონითი კატეგორია ემატება, ამდენად ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მას შემდეგ რაც ეს გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, შეკრებებსაც დავგეგმავთ,საერთაშორისო ტურნირებსაც და გუნდი რასაც გადაწყვეტს,ყველაფერი ურთიერთშეთანხმების შედეგად მოხდება. სანამ ახალი წესები არ გვეცოდინება, ვერაფერს დავგეგმავთ,რადგან სწორედ ამ წესებზეა დამოკიდებული საქართველოს ჩემპიონატი,რომელიც ეროვნული ნაკრების წევრებს გამოავლენს.

ჭიდაობა / ძიუდო, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ