ყველა სპორტული სიახლე

საქალაქო სასამართლო: ოლიმპიური კომიტეტის საქმეზე მიღებულია შუალედური გადაწყვეტილება

ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო, 2016 წლის 23 დეკემბერს მიღებული არჩევნების შედეგები კი დროებით შეჩერებულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ოლიმპიურ კომიტეტში კი განმარტავენ, რომ ორგანიზაციას არც სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ არც შეუტყობინება და არც სასამართლოს განჩინება ამ დრომდე არ მიუღია.

თბილისის საქალაქო სასამართლო: "თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიმართ.  მხარეთა შორის დავის საგანს ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმის და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობა წარმოადგენს. ამავე სარჩელით, მოსარჩელემ დააყენა შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. 

2017 წლის 24 იანვარს, სასამართლომ დააკმაყოფილა წარმოდგენილი შუამდგომლობა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული საანგარიშო-საარჩევნო სესიის მიერ არჩეულ პირებს აეკრძალათ ამავე სესიის ოქმით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება და მოქმედებების შესრულება. ასევე, შეჩერდა  ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 23.12.2016 წ. საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმით განსაზღვრული წესდებაში (სარეგისტრაციო მონაცემებში) რაიმე სახის ცვლილებების შეტანა და ამავე ოქმის მოქმედება სადავო საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ საქმეზე მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება. სასამართლო განმარტავს, რომ მიღებულია შუალედური გადაწყვეტილება- უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დაკმაყოფილების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს დროებით ღონისძიებას და მისი გამოყენება/არ გამოყენება გავლენას არ ახდენს დავის საბოლოო შედეგზე. 

განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა მოპასუხეებისათვის მისი გადაცემის მომენტიდან 5 ხუთი დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში".

ოლიმპიური კომიტეტი: "2017 წლის 25 იანვარს ტელეკომპანია "რუსთავი-2-" მა გაავრცელა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინების შესახებ, რომლის მიხედვითაც ეჭქვეშ არის დაყენებული 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის გადაწყვეტილებები. ამავე ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საქმე წარიმართა სეოკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე.

შეგახსენებთ, რომ ბატონმა მეძმარიაშვილმა სესიის დასრულებისთანავე განაცხადა არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების თაობაზე და გამარჯვებულ კანდიდატს საჯაროდ მიულოცა წარმატება.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ არც შეუტყობინება და არც სასამართლოს განჩინება ამ დრომდე არ მიუღია.

როგორც კი ჩვენთვის ოფიციალურად ხელმისაწვდომი გახდება სასამართლოს მასალები, სეოკ-ი მედიისთვის გააკეთებს დამატებით კომენტარს".

სხვადასხვა, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ