ყველა სპორტული სიახლე

ლერი ხაბელოვი: არაფერი შეცვლილა, ოლიმპიური კომიტეტი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკიტხვებს უპასუხა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების შესახებ ისაუბრა.

განჩინების თანახმად, ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებისთვის სეოკის იმერეთის, ქვემო ქართლისა და აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციები, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და სეოკის სპორტსმენთა კომისია იურიდიული პირის რეესტრში რეგისტრირებული არ იყვნენ და ამიტომ, მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ.

თუმცა, როგორც ლერი ხაბელოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას არნიშნა, საჯარო რეესტრში ყველა ხსენებული ორგანიზაცია რეგისტრირებულია და მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს.

ლერი ხაბელოვი: "ოლიმპიური კომიტეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, არაფერი შეცვლილა. 

განჩინების შესახებ წერილი მივიღეთ დღის მეორე ნახევარში. როდესაც ადამიანი აგებს, ყოველთვის ცდილობს იპოვოს მიზეზი, თუ როგორ წააგო და მე, როგორც სპორტსმენმა ვიცი რა არის მოგება და რა არის წაგება. ბევრი ადამიანი ვერ ეგუება ამას და ალბათ ირაკლი მეძმარიაშვილს ეს დაემართა და ეკიდება ისეთ საკითხებს, რომელიც ფაქტობრივად ბუნდებაში არ არსებობს. 

ამ საკითხზე დაიწყეს ჩვენმა იურისტებმა მუშაობა და შევიტანთ იმ წინადადებებს, რაც გვაქვს და რაც ადასტურებს, რომ ყველაფერი ნორმაშია".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები 2016 წლის 23 დეკემბერს გაიმართა, სადაც მონაწილეობა 2-მა კანდიდატმა, ლერი ხაბელოვმა და ირაკლი მეძმარიაშვილმა მიიღო. დელეგატებისგან ხაბელოვმა ხმა 78 ხმა მიიღო, მეძმარიაშვილმა კი - 57. სწორედ მეძმარიაშვილის შეტანილი სარჩელის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შუალედური გადაწყვეტილება მიიღო.

სხვადასხვა, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ