ყველა სპორტული სიახლე

ქართველი მოციგურავის წარმატებული გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე (ვიდეო)

ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.

შეჯიბრში მონაწილეობა ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა მიიღო, რომელმაც შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. ყვითელაშვილმა სამი ოთხმაგი ნახტომი შეასრულა, ევროპის ჩემპიონატზე 238.20 ქულა მოაგროვა და გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ 21 წლის მოციგურავემ ევროპის ჩემპიონატზე ტექნიკური ქულით მეორე შედეგი დააფიქსირა.
ყვითელაშვილი რუსეთის სახელით ასპარეზობდა და ეროვნული ნაკრების წევრიც იყო, თუმცა ყვითელაშვილმა გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და რამდენიმე ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. ყვითელაშვილის საქართველოს დროშის ქვეშ გამოსვლაში, აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ხელმძღვანელობამ.

ცნობისთვის, ყვითელაშვილის მიერ ჩეხეთში დაფიქსირებული შედეგი, ელენე გედევანიშვილის მიერ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელია. ყვითელაშვილი  მოკლე პროგრამაში ათეულში შევიდა, თავისუფალ პროგრამაში სპორტსმენმა მეოთხე ადგილი დაიკავა. საბოლოოდ კი სადებიუტო ევროპის ჩემპიონტზე გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულა და პირადი რეკორდიც დაამყარა

ევროპის ჩემპიონი ფიგურულ ციგურაობაში კი ზედიზედ მეხუთედ ესპანელი ხავიერ ერნანდესი გახდა, რომელმაც 294.84 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ რუს მაქსიმ კოვტუნს 28.04 ქულით აჯობა.

სხვადასხვა, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ