ყველა სპორტული სიახლე

ტრამპის ინიციატივა ცნობილ სპორტსმენებს სასაზღვრო პრობლემას უქმნის

ბრიტანელ ოლიმპიურ ჩემპიონს მო ფარას, შესაძლოა, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივის გამო, ამერიკაში დაბრუნების პრობლემა შეექმნას.

ტრამპის ინიციატივით, მუსლიმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც შესაძლოა ორმაგი მოქალაქეობაც აქვთ, ამერიკის საზღვრის გადაკვეთა რთულდება.

ბრიტანელი სპრინტერი, რომელიც სომალიში დაიბადა და ორმაგ მოქალაქეობას ფლობს, ამჟამად შეკრებაზე ეთიოპიაში იმყოფება, ზოგადად კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ვარჯიშობს, შესაძლოა სახლში დაბრუნების საშუალება აღარ მიეცეს.

ტრამპის ახალი განკარგულების თანახმად, ირანის, ერაყის, სირიის, იემენის, სუდანის, ლიბიისა და სომალის მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის გადალახვა დროებით შეეზღუდებათ.

სხვადასხვა, მძლეოსნობა, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2023 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ