ყველა სპორტული სიახლე

ტარიელ ხეჩიკაშვილი ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატის დამფუძნებელს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატის დამფუძნებელსა და დირექტორს, მარჩელო ლოტის შეხვდა.

სამინისტროში შეხვედრაზე იმსჯელეს ძარიან ავტომობილებში TCR International-ის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების თაობაზე. მარჩელო ლოტის თქმით, ის მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველი ეტაპი აპრილის თვეში საქართველოში გაიმართოს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): „ჩვენს იტალიელ მეგობართან ძალზე საინტერესო შეხვედრა გავმართეთ. მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო უმასპინძლებს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ეტაპს ავტოსპორტში, რაც შესაბამისად დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისათვის და ავტოსპორტის განვითარებისათვის. ასეთი მაღალი დონის შეჯიბრის ორგანიზება ახალ ბიძგს მისცემს ავტოსპორტის განვითარებას.

მარჩელო ლოტი (ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატის დამფუძნებელი და დირექტორი): „საქართველოში ძარიან ავტომობილებში TCR International-ის ჩემპიონატის პირველი ეტაპის ჩატარების თაობაზე ჯერ კიდევ გასულ წელს გვქონდა საუბარი. საქართველო ძალიან მოგვწონს, ასევე ვაფასებთ იმ მონდომებასა და სახელმწიფოს ჩართულობას სპორტის ამ სახეობის განვითარების კუთხით. გვსურს აღვნიშნოთ ქართველი ავტომრბოლელის დავით ქაჯაიას მიღწევები, რომელიც არაერთ საერთაშორისო რბოლაში წარმატებულად ასპარეზობს. დადებითად ვაფასებთ თქვენი ავტოდრომის ტრასის სტრუქტურასა და ხარისხს და საბოლოო ჯამში რატომაც არა, ჩვენი დიდი სურვილია ჩავატაროთ ჩემპიონატის ახალი სეზონის გახსნის ეტაპი საქართველოში აპრილის თვეში." 

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვადასხვა, ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ