ყველა სპორტული სიახლე

მასობრივი ჩხუბი რინგზე - ნოკაუტი, 4 დაშავებული და 2 დაპატიმრებული (ვიდეო)

კანადის ქალაქ მონრეალში დაუმარცხებელი მოკრივეების, ადგილობრივი სტივენ ბატლერისა და ბრენდონ კუკის შეხვედრა მასობრივი ჩხუბით დასრულდა. 

ბატლერს ხსენებულ დაპირისპირებამდე 17 მოგება და 1 ფრე ჰქონდა, ონტარიოელი ბრენდონ კუკმა კი 17 შეხვედრიდან ყველა მოიგო და მონრეალში წარმატებული სერიის გაგრძელება შეძლო.

დაუმარცხებელი მოკრივეების ბროლა მე-7 რაუნდში შეწყდა. 



მძიმე დარტყმების შემდეგ სტივენ ბატლერმა წამოდგომა შეძლო თუმცა რეფერიმ ბრძლა შეაჩერა და კუკს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება ჩაუთვალა. 

მოვლენების ასეთი განვითარებით უკმაყოფილო გულშემატკივრემბა რინგზე სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს, რამაც გამარჯვებული სპორტსმენის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. კუკს თავში ყინულით სავსე ჭურჭელი მოხვდა.
 


ინციდენტის შემდეგ კუკი რინგიდან გაიყვანეს, თუმცა მდგომარეობა არ განიმუხტა და ჩხუბი ტრიბუნებზე გაგრელდა (ვიდეო იხილეთ ბმულზე). ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, დაცვის ორმა თანამშრომელმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. საავადმყოფოში გადაიყვანეს 42 წლის მამაკაცი და 49 წლის ქალბატონი. ორი აგრესიული პიროვენბა კი სამართალდამცველებმა დააპატიმრეს. 

"ოცნება ავიხდინე და ბატლერი მის მშობლიური ქალაქში დავამარცხე. ბრძოლის შემდეგ მასთან მადლობის სათქმელად მივედი, თუმცა ბატლერმა ხელი მკრა, შემდეგ კი ტრიბუნებიდან ნასროლი ნივთები მომხვდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ნივთების სროლა ბატლერის ძმამ დაიწყო, რომელიც ამ დრომდე ციხეშია", - განაცხადა კუკმა.

სხვადასხვა, კრივი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ