
რუსი სპორტსმენების მორიგი დისკვალიფიკაცია მსოფლიო ჩემპიონატიდან
დოპინგ-სკანდალის გამო რუსი სპორტსმენების სხვადასხვა ტურნირებიდან დისკვალიფიცირება გრძელდება.
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუს ათლეტთა ნაკრები 2017 წლის ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზე ლონდონში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მიზეზი კი სწორედ დოპინგ-სკანდალია.
აღსანიშნავია, რომ დოპინგ-სკანდალის გამო მძლეოსნობის საერთასორისო ფედერაციამ რუსი მძლეოსნები რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებიდან მოხსნა.
შეგახსენებთ, რომ კანადელი პროფესორის, რიჩარდ მაკლარენის მეორე გამოძიების თანახმად დოპინგის სკანდალში 1000-ზე მეტი რუსი სპორტსმენი მონაწილეობდა. რის გამოც, ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაციამ 2 თვით ადრე რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა.