ყველა სპორტული სიახლე

ვინ დაიკავებს პრეზიდენტს პოსტს - არველაძე, კობიაშვილი თუ კვარაცხელია?

3 ოქტომბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი ყრილობა გაიმართება, რომელზეც გაირკვევა მომავალი ოთხი წლის მანძილზე ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს ვინ გაუძღვება.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდომის მსურველი სამია: ამავე ორგანიზაციის აწ უკვე ყოფილი გენერალური მდივანი რეზო არველაძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი და უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია.

ყრილობა დილას 11:00 საათზე დაიწყება და დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხია შეტანილი: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა. ყრილობას ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე გაუძღვება, რომელიც  ზვიად სიჭინავას გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.

სხვათა შორის, ჩივაძეს საარჩევნო ყრილობის გაძღოლა მესამედ მოუწევს. პირველად მან ეს მოვალეობა 1998 წელს შეასრულა, როდესაც უფროსი ნოდარ ახალკაცი გარდაიცვალა, ხოლო მეორედ 2005 წელს, როცა მერაბ ჟორდანია დააპატიმრეს.

ყრილობაზე 35 დელეგატია მივლენილი:

შიდა ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია - მერაბ თევზაძე იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია - ოთარ კორღალიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია -  მერაბ ჯიქია გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია - გოჩა ტყებუჩავა კახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია- თენგიზ სულაქველიძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია- გიორგი ღუდუშაური რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია - გია გილიგაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია - ხვიჩა ქასრაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია - დიმიტრი ჭანტურია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია -  მუხრან ვახტანგაძე სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია - გიორგი აღდგომელიძე ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია - ლაშა მინდელი თბილისის ფეხბურთის ფედერაცია -  გრიგოლ ცაავა ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი -  ნიკოლოზ ჩხეიძე ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი - ვაჟა ჟვანია ქალთა ფეხბურთის ასოციაცია - ნინო სორდია ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა - გერმანე გობეჯიშვილი ფუტსალის ასოციაცია  - ზვიად ხაჩირიშვილი მსაჯთა და დამკვირვებელთა კავშირი - მერაბ მალაღურაძე ბიჩ-სოკერის ასოციაცია - გიორგი ხაჩიძე ეზოს ფეხბურთის ასოციაცია - ირაკლი ნაკაიძე საფეხბურთო სკოლების ასოციაცია - არჩილ არველაძე საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ - რამაზ ჩხიკვაძე საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ - გია ომანაძე საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ - ნიკოლოზ ჯღარკავა საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ - მალხაზ კუტალია საფეხბურთო კლუბი რუსთავის „მეტალურგი“ - კახაბერ მენთეშაშვილი საფეხბურთო კლუბი „ცხინვალი“- დავით ცაბაძე საფეხბურთო კლუბი ბოლნისის „სიონი“ - ლადო ბურდული საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ - მიხეილ ხუციშვილი საფეხბურთო კლუბი თბილისის „ვიტ-ჯორჯია“ - გურამ რუხაძე საფეხბურთო კლუბი ფოთის „კოლხეთი“ - ირაკლი ლილუაშვილი საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ - ბესიკ ჩიხრაძე საფეხბურთო კლუბი გორის „დილა“ - გიორგი რევაზიშვილი საფეხბურთო კლუბი მარტვილის „მერანი“ -  ფრიდონ ინჯია

ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც 50 პროცენტს პლუს ერთ ხმას დააგროვებს. გამარჯვებული დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მე-5 პრეზიდენტი იქნება, რომელიც ფედერაციას გაუძღვება.

დღემდე, ფედერაციის პრეზიდენტები იყვნენ: უფროსი ნოდარ ახალკაცი, მერაბ ჟორდანია, უმცროსი ნოდარ ახალკაცი, გიორგი ნემსაძე, ზვიად სიჭინავა. ყველაზე მცირე ხანს პრეზიდენტად ნემსაძემ დაჰყო, რომელიც 2007 წელს არჩევიდან ერთ საათში გადადგა.

არც უფროს ახალკაცს, არც ჟორდანიას, არც უმცროს ახალკაცს და არც სიჭინავას პრეზიდენტობის მეორე ვადა ბოლომდე არ ჩაუმთავრებიათ.

ფეხბურთი, ვიდეო,

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ