ყველა სპორტული სიახლე

ირაკლი მეძმარიაშვილმა შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივროს

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ეროვნული ლიმპიური კომიტეტის სარჩელის ნიადაგზე ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო ყრილობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება გააუქმა.

ამასთან დაკავშირებით ირაკლი მეძმარიაშვილის გუნდის წევრმა, ზაზა ხეჩუაშვილმა განაცხადა, რომ არსებითი საქმის განხილვის დროულად დაწყების მიზნით, შესაძლოა, მატ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრონ.

ზაზა ხეცუაშვილი: "მინდა განმარტება გავაკეთო საზოგადოებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში. ჩვენ გვქონდა შეტანილი სარჩელი 23 დეკემბრის არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ ეხება ამ საქმის განხილვას. ეს იყო დროებითი იურიდიული ნორმა, წინა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც გულისხმობდა, მოქმედი პრეზიდენტისთვის გარკვეულ წვდომას და დოკუმენტაციასთან შეზღუდვა. საქმის არსებითი განხილვა იწყება ახლა. ჩვენ სავარაუდოდ, შესაძლოა არ გავასაჩივროთ ეს დროებითი ღონისძიების გაუქმება სააპელაციო სასამართლოში, რადგან სასამართლოს აქვს 2-თვიანი ვადა ამ საკითხის განხილვისთვის და პროცესი რომ არ გაიწელოს და დროზე დაიწყოს არსებითი საქმის განხილვა, რომ ნათელი მოეფინოს იმას, რაზეც ამდენი ხანია მიდის ლაპარაკი. ჩვენ არცერთხელ მოგვისმენია ჩვენი ოპონენტებისგან არცერთ პუნქტში რაიმე არგუმენტაცია ან გამაბათილებელი პოზიცია".

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიური კომიტეტი აგრძელებს მუშაობას 23 დეკემბრის შემდგომ მდგომარეობით.

სხვადასხვა, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ