ყველა სპორტული სიახლე

გამარჯვება და ბონუს ქულა გერმანიასთან (ვიდეო)

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები რუსთავში გერმანიის წინააღმდეგ გამართა. მეორე შეხვედრაში გერმანიასთან საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 50:6 იმარჯვა.

მე-3 წუთზე გიორგი კოშაძემ ანგარიში გახსნა და გერმანელებს ლელო დაუდო, მერაბ კვირიკაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველო ანგარიშით 7:0 დაწინაურდა.

სახიფათო შეტევის შემდეგ კი ეპიზოდი გერმანელთა ჯარიმით დასრულდა, რომლებმაც ანგარიში მეშვიდე წუთზე 7:3 შეამცირეს.



მე-16 წუთზე გიორგი ფრუიძემ ლელო გაიტანა, მერაბ კვირიკაშვილმა კი მახვილი კუათხიდან გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. გერმანელებმა 22-ე წუთზე ანგარიშის შემცირება კვლავ ჯარიმით მოახერხეს.



27-ე წუთზე გიორგი კოშაძემ დუბლი გაიფორმა და მეტოქეს ლელო დაუდო. მეკო კვირიკაშვილმა კი ბურთი ზუსტად გარდასახა და ანგარიში 21:6 გახადა.



მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. ტრავმირებული ბადრი ალხაზაშვილი გიორგი ჭყოიძემ შეცვალა.



მეორე ტაიმიც საქართველოს უპირატესობით დაიწყო. ბორჯღალოსნებს ლელოს გატანის რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. საბოლოოდ კი 46-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა გერმანია დაალელოვა.



ტრავმის გამო გიორგი ჭყოიძე გიორგი თეთრაშვილმა შეცვალა. სოსო ბეკოშვილი კი ლაშა ტაბიძემ შეცვალა. 57-ე წუთზე ბექა გორგაძემ მეტოქე გუნდს ლელო დაუდო და ანგარიში 31:6 გახადა.



ნოდარ ჭიშვილის ნაცვლად თამაშში საბაშუბითიძე ჩაერთო, გიორგი ბეგოძე კი გელა აფრასიძემ შეცვალა. ახლად შესლი აფრასიძე ტრავმის გამო მოედნიდან მალევე გავიდა, მის ნაცვლად კი ლაშა მალაღურაძე შემოვიდა.

70-ე წუთზე ბორჯღალოსნებმა გერმანელებს მორიგი ლელო დაუდეს, ბექა გორგაძემ კი დუბლი გაიფორმა.



5 წუთში გიორგი თხილაიშვილმა მეტოქეს მორიგი ლელო დაუდო, მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად გარდასახა.



გერმანელთა შეტევისას კი მსაჯმა თორნიკე მატარაძე გაასინბინა. საბოლოო ანგარიში 50:6 დაფიქსირდა. მატჩის ბოლოს მერაბ შარიქაძემ ლელო გაიტანა, ხოლო ლაშა მალაღურაძემ ზუსტად გარდასახა. საქართველოს ნაკრებმა კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში ბონუს ქულა მოიპოვა.


რაგბი, საქართველო, საინტერესო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2023 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ