ყველა სპორტული სიახლე

"ლესტერმა" კლაუდიო რანიერი დაითხოვა

პრემიერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, "ლესტერმა" მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი დაითხოვა. 

ინფორმაციას მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი კლუბის ოფიციალურ საიტი ადასტურებს. 

გასული წლის მაისში მოპოვებული მოულოდნელი ჩემპიონობის შემდეგ, მიმდიანრე სეზონში "ლესტერი" გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. 

იტალიელი სპეციალისტის უკანასკნელი შეხვედრა "ლესტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური შეხვედრა იყო, რომელშიც მისი გუნდი "სევილიასთან" სტუმრად 1:2 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ფეხბურთი, ევროპა, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ