ყველა სპორტული სიახლე

ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ქართველი გამოვიდა

აშშ-ს ქალაქ ჰიუსტონში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა. მსოფლიოს პირველობაზე მედლებთან ერთად რიოს ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა, შესაბამისად ჰიუსტონში წარმატებით გამოსვლა ორმაგად მნიშვნელოვანია. (რეპორტაჟი იხილეთ მოცემულ ლინკზე)

შოთა მიშველიძემ (69 კგ), რომელიც C-ჯგუფში გამოდიოდა ჯამური 300 (140+160) კილოგრამი დაძლია, 27-ე ადგილი დაიკავა და სალიცენზიო ქულები ვერ მოიპოვა. (იხილეთ შედეგები)

მიშველიძემ ექვსი ცდიდან 4 გამოიყენა. C ჯგუფში იყო გიორგი ლომთაძეც (77 კგ), ვინც ექვსივე ცდაზე წონა დაძლია, ორჭიდის ჯამში 331 (149+182) კილოგრამი დააგროვა და ამ ეტაპზე მე-7 ადგილზეა.

ლომთაძის საბოლოო პოზიცია ცნობილი A-ჯგუფის ძალოსნების გამოსვლის შემდეგ გახდება და სწორედ ამის შემდეგ გვეცოდინება მოიპოვა თუ არა მან სალიცენზიო ქულები.

21-28 ნოემბერი. აშშ, ჰიუსტონი. მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ვაჟები შოთა მიშველიძე (69 კგ) გიორგი ლომთაძე (77 კგ) რაულ ცირეკიძე (94 კგ) გია მაჭავარიანი (105 კგ) გიორგი ჩხეიძე (105 კგ) ლაშა ტალახაძე (მძიმე) ირაკლი თურმანიძე (მძიმე)

გოგონები თათია ლორთქიფანიძე (63 კგ) ანასტასია გოტფრიდი (მძიმე)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ასანიძე

ფეხბურთი, ვიდეო სიახლეები

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ