ყველა სპორტული სიახლე

კრივის ფედერაცია THE SUN-ის სკანდალურ სტატიას პასუხობს

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც ბოლო დღეებში, პროფესიონალურ კრივში გახმაურებულ სკანდალურ ამბავს უკავშირდება.

“პოპულარული ბრიტანული გამოცემის The Sun-ის მიერ ექსკლუზივურად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით: მაღალი ჰონორარის გამო, ძლიერ მეტოქეებთან შეხვერის უფლების მოსაპოვებლად, ძალიან ბევრი “პროფესიონალი” მოკრივე საკუთარი რეიტინგის ამაღლებას თაღლითური სქემის მიხედვით ახდენს. ფიქტიური ბრძოლების შედეგად, გაყალბების ხარჯზე მომატებულ რეიტინგიანი “პროფესიონალი” მოკრივეების ძირითად ნაწილს, პოპულარული გამოცემის ინფორმაციით საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სპორტსმენები შეადგენენ. სტატიაში, დეტალურად არის ასახული, თაღლითური სქემა, თუ როგორ ხდება მსგავსი რეიტინგების შედგენა, როგორ არიდებენ მოკრივეები თავს სამედიცინო შემოწმებას, თუ როგორ იქმნება ყალბი დოკუმენტები და ასე შემდეგ.
ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია, რომელიც სამოყვარულო კრივის ფედერაციას წარმოადგენს აცხადებს, რომ პროფესიონალური კრივის ფედერაცია და სამოყვარულო კრივის ფედერაცია არის ერთმანეთისგან გამიჯნული, ცალ-ცალკე დამოუკიდებელი სუბიექტები, რომლებსაც ერთმანეთთან არავითარი შეხება არ აქვთ, არ ერევიან ერთმანეთის საკითხებში და მოქმედებენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ყველა ის მოკრივე, რომელიც პროფესიონალურ ასპარეზზე გადადის, ემშვიდობება სამოყვარულო (ოლიმპიური სახეობა) კრივის ნაკრებს.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია ანუ სამოყვარულო კრივის ფედერაცია, რომელიც ოლიმპიური სახეობაც გახლავთ, აღიარებულია და ფინანსდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ. სამინისტრო აღიარებს მხოლოდ ჩვენს, ანუ საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას და არა პროფესიონალურ კრივის ფედერაციას. საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია სპორტში ნებისმიერი სახით გამოვლენილ თაღლითობას მკაცრად გმობს. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული იმ ფაქტების გამო კი, რამაც ზოგადად ქართული კრივის რეპუტაციას ზიანი მიაყენა და შესაძლოა კრივის განვითარებასაც შეუშალოს ხელი, აღშფოთებასა და მწუხარებას გამოთქვამს.

სხვადასხვა, კრივი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ