ყველა სპორტული სიახლე

სამი მედალი და სპეციალური პრიზი სტამბოლიდან

სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველი კარატისტები წარმატებით გამოვიდნენ.

35 ქვეყნის 2000-მდე მონაწილეს შორის საქართველოს ნაკრებმა ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

უფროსებში დიანა დარჩიაშვილმა (55 კგ) ოქროს მედალი დაისაკუთრა, 14-წლამდელ გოგონებში ლიზი ზვიადაურმა (54 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიგო, ვეტერანთა შორის კი ასევე ბრინჯაოს დაეუფლა გოგიტა დარციმელია.

ტურნირის საზეიმო დახურვის ცერემონიაზე თურქეთის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, მერვე დანის მფლობელი კახა ბასილია კარატეს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

სხვადასხვა, კარატე

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ