ყველა სპორტული სიახლე

ზვიად კუპატაძე: "საქართველოში ფუტსალს დიდი მომავალი აქვს"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ პოპულარულ რუსულ გამოცემა Sports.ru-სთან საქართველოს ნაკრების და ქართული ფუტსალის შესახებ ისაუბრა. 

ზვიად კუპატაძე: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ლევან კობიაშვილის მოსვლამდე ფუტსალი საშინელ მდგომარეობაში იყო. ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა პირადად დაიწყო მინი ფეხბურთის განვითარება. ასევე ტარდება ბიზნეს-ლიგა, რომელშიც 60 გუნდი მონაწილეობს. აღნიშნული ტურნირის ფინალურ შეხვედრაზე დამპატიჟეს და მიხვდი, რომ საქართველოში ფუტსალი უყვართ, რადგან ტრიბუნებზე ცარიელი ადგილი არ იყო დარჩენილი. ნაკრებშიც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თამაში. დახმარება გამიწიეს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ფუტსალს დიდი მომავალი აქვს. 

- რა დონეზეა ამჟამად საქართველოს ნაკრები? 

- ორი მატჩი გავმართეთ სლოვაკეთის ნაკრებთან, რომელმაც ევროპის ჩემპიონის, იტალიის დამარცხება შეძლო. ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, ხოლო მეორე მატჩში მოგება შევძელით. ჩვენი დამარცხება იოლი არაა და ბრძოლა ყველასთან შეგვიძლია. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში ჰოლანდიის, ბელარუსისა და იტალიის ნაკრებებს ვხვდებით. დიდი სურვილი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას შევძლებთ. მეგობრული გუნდი ვართ და საკუთარი ძალების რწმენა გვაქვს.



- ქართულ ფუტსალში პოზიტიური ძვრები უკვე ნათლად ჩანს - საქართველოსს ფეხბურთის ფედერაციამ წლის ბოლოს საუკეთესოები გამოავლინა და ფუტსალის საუკეთესო მოთამაშეც დააჯილდოვა. 

- პირველი ფუტსალის მოთამაშე გავხდი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. ადრე მსგავსი ნომინაცია უბრალოდ არ იყო. მსგავსი რამ არც რუსეთშია. ამ ნაბიჯით სფფ-მ ჩვენი სპორტის მიმართ კიდევ ერთხელ გამოიჩინა ყურადღება, რაც ლევან კობიაშვილის და დავით მუჯირის დამსახურებაა. 



გამოდის, რომ საქართველოში ფუტსალის განვითარების კარგი პერსპექტივაა? 

განვითარებისთვის ყველაფერია გაკეთებეული. ახლა, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება სპონოსრებმა გამოიჩინონ. საქართველოში ფუტსალის მიმართ პრესის ინტერესიც ძალიან დიდია. განსაკთრებით, სანაკრებო მატჩების შემდეგ, როცა სავსე დარბაზი გვიჭერდა მხარს. ძალიან ლამაზი სანახაობა იყო. 



- სანაკრებო შეხვედრებში გოლების გატანაც მოახერხეთ. 

- ორ შეხვედრაში გავიტანე - ისრაელთა და შვეიცარიასთან. გულშემატკივრთა უმეტესობას მეკარის მიერ გატანილი გოლი არ უნახავთ, ამიტომ ძალიან გახარებულები იყვნენ, თუმცა ჩემთვის ეს ნორმალურია. კარიერაში 23-ე და 24-ე გოლები გავიტანე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები 15 და 16 მარტს თბილისში ორ ამხანაგურ მატჩს თურქეთის ნაკრებთან გამართავს, 8, 9 და 11 აპრილს კი თბილისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეინ რაუნდი გაიმართება

ფეხბურთი, საქართველო, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ