ყველა სპორტული სიახლე

ნორვეგიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი გაიმართა (ვიდეო)

ნორვეგიის ჩემპიონატში ჰოკეის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი გაიმართა. 

პლეი ოფის 1/4-ფინალური ეტაპის შეხვედრა "სტორჰამარსა" და "სპარტას" შორის 217 წუთი და 14 წამი გრძელდებოდა. გამარჯვებულის გამოსავლენად გუნდებმა 8 ოვერტაიმი ითამაშეს. 

შეხვედრა "სტორჰამარის" გამარჯვებით 2:1 დასრულდა, რომელმაც სერია 3:2 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. 

ცნობისთვის, აქამდე ყველაზე ხანგრძლივ მატჩად NHL-ში 1936 წელს ჩატარებული შეხვედრა ითვლებოდა "დეტროიტსა" და "მონრეალს" შორის.

სხვადასხვა, ჰოკეი‎

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ