ყველა სპორტული სიახლე

ქართველი მორაგბე რეკორდსმენთა შორის

ქართველი მორაგბე, მერაბ შარიქაძე მსოფლიო რაგბის რეკორდსმენებს შორის მოხვდა. 

ფრანგული პრო D2-ის ბინადარი "ორიაკის" ქართველი მოთამაშე რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის რიგებში 50 მატჩის ჩატარება მოასწრო. 

შარიქაძემ, რომელიც ნაკრების ღირსებას 2012 წლიდან იცავს, "ბორჯღალოსნების" რიგებში 50-ე მატჩის გამართვის დროს 23 წლის და 291 დღის იყო. ამ ამჩვენებთლით ქართველი მორაგბე მხოლოდ უელსელ ჯორჯ ნორსს ჩამორჩება, რომელმაც აღნიშნულ შედეგს 23 წლის და 138 დღის ასაკში მიაღწია. 



აღსანიშანვია ისიც, რომ შარიქაძის თანაგუნდელმა, 20 წლის ვასილ ლობჟანიძემ საქართველოს ნაკრების რიგებში უკვე 20 მატჩის გამართვა მოასწრო და დიდი შანსია, რომ შარიქაძის შედეგის გაუმჯობესება შეძლოს. შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძე 2015 წლის მსოფლიო თასზე 18 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელსაც მსოფლიო თასზე უთამაშია. 

Image may contain: 2 people, people playing sport, text and outdoor

ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეთა ათეული, რომელთაც 50 მატჩი ჩაატარეს საკუთარი ქვყენის ეროვნულ ნაკრებებში, ასე გამოიყურება: 

1. ჯორჯო ნორსი (უელსი) - 23 წელი და 138 დღე
2. მერაბ შარიქაძე (საქართველო) 23 წელი და 291 დღე
3. მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია) - 23 წელი და 352 დღე
4. ჯო როფი (ავსტრალია) – 24 წელი და 40 დღე
5. მორგან პარა (საფრანგეთი) – 24 წელი და 114 დღე
6. სერჯიო პარისე (იტალია) – 24 წელი და 151 დღე
7. ჯონი უილკინსონი (ინგლისი) – 24 წელი და 168 დღე
8. სტიუარტ ჰოგი (შოტლანდია) – 24 წელი და 233 დღე
9. კრისტიან ქალენი (ახალი ზელანდია) – 24 წელი და 280 დღე
10. კატალინ ფერკუ (რუმინეთი) – 24 წელი და 287 დღე

რაგბი, საქართველო, საინტერესო

არქივის კალენდარი

2017 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ