ყველა სპორტული სიახლე

გორის "დილამ" პირველი გამარჯვება "დინამოსთან" მოიპოვა

ეროვნული ლიგის მესამე ტურის პირველ შეხვედრაში გორის "დილამ" თბილისში "დინამოს" 2:1 მოუგო. 

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც დაწინაურება მე-19 წუთზე ბაჩანა არაბულის გოლით მოახერხეს, მაგრამ სულ რაღაც 3 წუთში "დილამ" თენგიზ წიქარიძის გოლით გაათანაბრა, რომელსაც ასისტენტობა ლეანდრო რიბერიომ გაუწია. 

დაძაბული გამოდგა მეორე ნახევარიც, მატჩის შედეგისთვის გადამწყვეტი კი 72-ე წუთი აღმოჩნდა. თამაშის წესების დარღვევისთვის მეორე ყვითელი ბარათი "დინამოს" მცველმა და საგოლე პასის ავტორმა, გია ჩადუნელმა მიიღო, სტუმრებმა კი კაცნაკლულ მეტოქესთან სტანდარტი კარგად გამოიყენეს და დათო კირკიტაძემ საკუთარი გუნდი ეფექტური თავურთ წინ გაიყვანა. 

ბოლო წუთებზე მასპინძლები დიდი ძალებით წავიდნენ შეტევაში, თუმცა კონტრშეტევა გაეპართ, რომელიც თბილისელთა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ხელით თამაშით ჩაშალა, მეორე ყვითელი მიიღო, რის შემდეგაც 9 ფეხბურთელით დარჩენილმა "დინამომ" მეტოქის კართან მომენტი ვეღარ შექმნა და მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი იწვნია, გორის "დილამ" კი პირველი გამარჯვება იზეიმა. 

დინამო - დილა 2:1

გოლები: 1:0 არაბული (19), 1:1 წიქარიძე (22), 1:2 კირკიტაძე (74)

გაძევება: ჩადუნელი 72, კიტეიშვილი 90+1 (ორივე დინამო)

1.  ლოკომოტივი 2 +2 6
2.  ჩიხურა 2 +1 4
3.  დილა 3 0 4
4.  დინამო ბათუმი 2 0 3
5.  დინამო თბილისი 3 -1 3
6.  კოლხეთი 1913 2 +2 3
7.  საბურთალო 2 -2 3
8.  შუქურა 2 0 2
9.  ტორპედო 2 -1 1
10.  სამტრედია 2 -1 1


ფოტო: დინამოს პრესსამსახური

ავრაამ გრანტი თბილისშია

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ