ყველა სპორტული სიახლე

სირბილაძემ ფინეთის თასზე გაიტანა (ვიდეო)

ირაკლი სირბილაძის "კპვ" ფინეთის თასის მეოთხედფინალში "ილვესს" დაუპირისპირდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ქართველი შემტევის გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. მეორე გოლი 43-ე წუთზე სწორედ სირბილაძემ გაიტანა და "კპვ" შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე "ილვესმა" აქტიურად დაიწყო და 52-ე წუთზე ანგარიში შეამცირა. სირბილაძის მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება 58-ე წუთზე პენალტით შეძლო, 72-ე წუთზე კი წინ გავიდა. საბოლოო ანგარიში 4:2 "ილვესმა" დამატებულ მეოთხე წუთზე დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ფინეთის მეორე ლიგის ახალი სეზონი 29 აპრილიდან დაიწყება, ირაკლი სირბილაძის "კპვ" კი პირველ შეხვედრას სტუმრად "გრიფკის" წინააღმდეგ გამართავს.

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ