ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში რუმინეთს სტუმრად დაუპირისპირდა.

დაძაბულ ორთაბრძოლაში შეხვედრა რუმინეთის ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 8:7 დასრულდა.

ანგარიში მე-4 წუთზე ფერკუს ლელოთი რუმინეთმა გახსნა, თუმცა გარდასახვა ლაიკუმ ძელს გაარტყა. მეტოქე ნაკრების ლელოს დროს ტრავმა მიიღო გიორი ნემსაძემ, რომელიც ლაშა ლომიძემ ჩაანაცვლა.



ბორჯღალოსნებს ანგარიშის შემცირების შანსი ჰქონდათ, თუმცა მე-11 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ვერ გაიტანა.

მე-19 წუთზე ლაიკუმ 8 ქულით დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა და ჯარიმა ვერ გაიტანა.

28-ე წუთზე საქართველოს ნაკრები შერკინებაში დაჯარიმდა, თუმცა ლაიკუმ მოედნის ცენტრიდან ჯარიმის გატანა კვლავ ვერ მოახერხა.

მერაბ შარიქაძემ ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს 37-ე წუთზე გაათანაბრა. შარიქაძის ლელოს მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვით უპასუხა და ბორჯღალოსნები წინ გავიდნენ.



ბოლო წუთებზე რუმინელ მუხებს ლელოს დადების შანსი ჰქონდათ, თუმცა ბორჯღალოსნებმა დაცვაში კარგად ითამაშეს და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში 7:5 დაასრულეს.

52-ე წუთზე მოლის ჩაქცევისთვის მამუკა გორგოძე დაჯარიმდა, ლაიკუმ კი ზუსტად გარდასახა და რუმინეთი კვლავ 8:7 დაწინაურდა.



69-ე წუთზე რუმინელები შერკინებაში ჩავარდნისთვის დაჯარიმდნენ. მერაბ კვირიკაშვილმა 70-ე წუთზე ჯარიმის გატანა ვერ მოახერხა.

ტრავმის გამო კი ბორჯღალოსნების კაპიტანი მამუკა გორგოძე გიორგი ცუცქირიძემ შეცვალა.

74-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილის დარტყმული ჯარიმა კი ძელს მოხვდა.

2011 წლის შემდეგ პირველად რუმინეთის ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს ნაკრების დამარცხება მოახერხა და ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლნენ.

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ