ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია - რაგბი ევროპა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა სტუმრად რუმინეთის წინააღმდეგ გამართა.

ბორჯღალოსნები რუმინელ მუხებთან 1 ქულის სხვაობით 7:8 დამარცხდნენ და ანთიმოზ ივერიელის თასი დათმეს.

თუმცა რაგბი ევროპის წესებიდან გამომდინარე, 8 ქულაზე ნაკლები მარცხის შემთხვევაში, დამარცხებულ გუნდს ნუგეშის 1 ქულა ენიჭება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში დამატებით 1 ქულა მოიპოვა. ქულები კი ორივე გუნდს გაუთანაბრდა, თუმცა უკეთესი ბურთების თანაფარდობის გამო 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარი სწორედ ქართველმა მორაგბეებმა მიიღეს. ამ მაჩვენებლით შედგა საბოლოო ცხრილიც. რაგბის ევროპის პრეზიდენტმა თავად გადასცა ჯილდო საქართველოს ნაკრებს და სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. დაჯილდოების ცერემონია შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა, ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა შეგიძლიათ თავად იხილოთ. მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში, რაგბი ევროპის ორგანიზატორებმა საქართველოსთვის გადაცემული ჯილდო უკან დაიბრუნეს და პრიზი რუმინეთს გადასცეს. როგორც გაირკვა უპირატესობა ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებულ გუნდს მიენიჭა.

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

წლის სარაგბო კურიოზი - რაგბი ევროპის შეცდომა


რაგბი ევროპამ ბოდიში მოიხადა

მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულის ფარი გადაეცა, ხოლო რუმინელებმა ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი ჩაიბარეს. 



საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სატურნირო ცხრილშიც პირველ პოზიციაზე იმყოფება. 


რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ