ყველა სპორტული სიახლე

ეროვნული ლიგა - ახალი ლიდერი და ჩემპიონის პირველი გამარჯვება

ეროვნული ლიგის მე-3 ტური 19 მარტს გამართული 3 მატჩით დასრულდა. 

მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება ქობულეთში იზეიმა. "სამტრედია" ბათუმის "დინამოს" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით მოიგო. 

"ჩიხურას" გამარჯვებით დასრულდა ზესტაფონში ჩატარებული მატჩი, რომელშიც სოსო ფრუიძის შეგირდებმა ქობულეთის "შუქურას" 3:1 მოუგეს და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. 

ტურის დასკვნით შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და მეორე ტაიმში 10 ფეხბურთელით დარჩენილ მეტოქეს 2:1 სძლია.

ტორპედო - კოლხეთი 2:1

გოლები: 1:0 გურული (32), 1:1 ჯანელიძე (76), 2:1 მახარობლიძე (84)

გაძევება: გოგონაია (69)

დინამო ბათუმი - სამტრედია 0:1

გოლი: 0:1 სამუშია (34)

ჩიხურა - შუქურა 3:1 

გოლები: 1:0 გაბედავა (12), 1:1 ჭეჟია (19), 2:1 კაკუბავა (54), 3:1 გაბედავა (65)



1. ჩიხურა 3 +3 7
2. საბურთალო 3 -1 6
3. ლოკომოტივი 3 +1 6
4. ტორპედო 3 0 4
5. სამტრედია 3 0 4
6. დილა 3 0 4
7. კოლხეთი 1913 3 +1 3
8. დინამო ბთ 3 -1 3
9. დინამო თბ 3 -1 3
10. შუქურა 3 -2 2


ფოტო: "ჩიხურას" პრესსამსასხური

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ