ყველა სპორტული სიახლე

წლის სარაგბო კურიოზი - რაგბი ევროპის შეცდომა (ვიდეო)

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა.

შეხვედრაში რუმინელებმა ქართველი მორაგბეები 1-ქულიანი უპირატესობით 8:7 დაამარცხეს და ანთიმოზ ივერიელის თასი მოიპოვეს.

მატჩის შემდგომ კი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარი როგორც გათამაშების ჩემპიონებს ბორჯღალოსნებს გადასცეს, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ჯილდო ჩამოერთვა და რუმინეთმა მიიღო

საქმე იმაშია, რომ ბორჯღალოსნები რუმინელ მუხებთან 8 ქულაზე მეტი სხვაობით არ დამარცხებულან, სწორედ ამიტომ მათ ნუგეშის ქულა დაერიცხათ და სატურნირო ცხრილში გათანაბრდნენ, რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებ გვერდზე კი პირველ ადგილს ბურთების უკეთესი თანაფარდობის გამო საქართველო იკავებდა.

თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონი, თანაბარი ქულების შემთხვევაში, ხდება გუნდი, რომელიც ბოლოს მოიპოვებს ქულება. 2017 წლის ჩემპიონი კი რუმინეთის ეროვნული ნაკრები გახდა.










რაგბი, საქართველო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ