ყველა სპორტული სიახლე

ლორიას ეფექტური თამაში და წარმატებული მატჩი "როსტოვთან" (ვიდეო)

რუსული პრემიერლიგის მე-20 ტურში გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვმა" "როსტოვს" უმასპინძლა. 

შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა და მასპინძლებმა ქულა მოიპოვეს, რაშიც დიდი წვლილი ქართველმა მეკარემ შეიტანა. 

ლორიამ ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა მეკარემ ერთი უხეში შეცდომაც დაუშვა, თუმცა შემდეგ მეტოქეს ორჯერ შეუშალა ხელი რეალური საგოლე მომენტის გამოყენებაში. 



"ბოლო წუთებიდან გამომდიანრე მეტოქეს გამარჯვების უფრო დიდი შანსი ჰქონდა, თუმცა გაგვიმართლა. შეცდომა მოედნის გამო დავუშვი, ბურთი ავარდა და ვეღარ დავიმორჩილე, შემტევ ფეხბურთელსაც იგივე მოუვიდა და გოლის გატანა ვერ შეძლო. დღეს მამა იყო ჩემთან ერთად და სწორედ ის დამეხმარა. "როსტოვთან მოპოვებული ქულა მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა, გუნდური თამაშით მივაღწიეთ ამ შედეგს. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, მათი მხურვალე მხადაჭერა იგრძნობოდა. წინ სანაკრებო პაუზაა, რაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან ნაკრებში ყოველთვის მიხარია თამაში", - აღნიშნა ლორიამ მატჩის შემდეგ. 

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2017 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ