ყველა სპორტული სიახლე

ბერიძის საგოლე პასი

სლოვაკეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში "ტრენჩინმა" "სენიცას" უმასპინძლა და გამარჯვება ბოლო წუთებზე გაშვა ხელიდან. 

გიორგი ბერიძის გუნდი 54-ე წუთიდან იანგას გოლით იგებდა, რომელსაც ასისტენტობა სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაუწია, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე "ტრენჩინმა" გოლი გაუშვა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. 

ბერიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. 29 ქულით "ტრენჩინი" 12-გუნდიან ლიგაში მე-6 პოზიციაზეა.

პოლონეთის ჩემპიონატში ნიკა ძალამიძის "გურნიკი" პოზნანის "ლეხს" ესტუმრა და ქულა მოიპოვა. 

გატანილი გოლების გარეშე დასრულებულ შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცველმა 87 წუთი ითამაშა. 

ვაკო ყაზაიშვილის გარეშე გამარჯვება იზეიმა ვარშავის "ლეგიამ", რომელიც "ლეხიას" ესტუმრა და 2:1 მოიგო. 

48 ქულით "ლეგია" მეორე ადგილზეა და ლიდერ "იაგელონიას" 1 ქულით ჩამორჩება, ძალამიძის "გურნიკი" კი 23 ქულით ბოლო, მე-16 პოზიციაზეა. 

პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში რომან ჭანტურიას "ოლიანენსემ" ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" მიიღო და 1:3 დამარცხდა. 

მასპინძელთა ქართველი ფეხბურთელი განაცხადში იყო, თუმცა თამაშში არ ჩართულა, ებრალიძემ კი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 78 წუთი ითამაშა. 

21 ქულით "ოლიანენსე" ბოლო, 22-ე ადგილზეა, ხოლო ებრალიძის გუნდს 45 ქულა აქვს და მე-10 პოზიციაზეა. 

თურქეთის პირველ ლიგაში დიდი ანგარიშით დამარცხდა სანდრო კობახიძის "გიოზთეფე", რომელიც "ესკიშეჰირსფორს" ესტუმრა და 4 უპასუხო გოლი გაუშვა. 

ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი 40 ქულით მე-5 პოზიციაზეა, რომელიც სუპერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის საშუალებას იძლევა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ